1.ბავშვობა
ექვთიმე სიმონი ძე თაყაიშვილი
დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში. ოფიციალური
ცნობით 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო თვით ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნით ”შესაძლოა ამაზე
ერთი წლით ადრე”.
ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს
ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა.
მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი – კორდონის
ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე. სოფელში ”ჭკვიანი,
დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი”, კარგი პატრიოტიც ყოფილა.
დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან).
ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება.
არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ
დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი,
რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება
ობლებსო!...”
ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ... მამის გარდაცვალების
გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს - სიძე სიმონ გოთუა. ”აპეკუნის”
გარდა ბავშვებს მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ.
ბებია მაკა - სავაჯახული შარვაშიძის ასული ”არ გვარჩევდა ბავშვებს,
ყველას ერთნაირი მზრუნველობით გვეპყრობოდა” (ევთიმე თაყაიშვილი) იგი ”მხნე და ახოვანი,
წარმოსადეგი შხედულებისა ... რიხიანი ხმისა, მეტად უშიშრი და გაბედული ყოფილა”... ექვთიმე
აღნიშნავს: ”არავისაგან ისეთი მოფერება, ალერსი, და მზრუნველობა არ მახსოვს, როგორც
ამ ბებიისაგან. იგი ოდა სახლში ვერ ჩრდებოდა, -აქ სული მეხუთებაო - და ღამეს ფაცხაში
ათენებდა, უმცროსს შვილიშვილსაც აქვე თავის ლოგინში იწვენდა.... ”ბებია ზოგჯერ არ მაძინებდა,
წიგნი იცოდა და ზღაპრებიცა. თხრობით მიქცევდა ხოლმე”.
ბებია მაზრაში საპატივცემულო ქალად ყოფილა მიჩნეული ”თავ-და-თავ-ხელობად...
ექიმობას თვლიდა.” ექვთიმესაც ახსოვდა ბებიას მიერ ზოგიერთი ეწამლის დამზადების წესი.
ყმაწვილ ექვთიმეს ბევრი მზრუნველი ჰყავდა, მამიდები ”ყველანი
კარგნი და განთქმულნი მეოჯახენი იყვნენ, მათ შორის მაკა იყო ყველაზე უფრო გონებამახვილი,
შეგნებული და ტონის მიმცემი ბიძაჩემთა ოჯახებში”... მიუხედავად ასეთ მზრუნველი გარემოცვისა,
მაინც გამოუსწორებელი მარცხი იწვნია ექვთიმემ - ”ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ. სამი
წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია. მე არ მახსოვს
ეს ამბავი, მახსოვს, მხოლოდ, თუ ერთ ღამეს როგორ ამომვარდა მოტეხილი წვივის ძვალი და
შემდეგ როცა ბავშვებს გავაჯავრებდი ”კოჭლაბუხას” მეძახდნენ.”
პატარა ექვთიმე უმეტესად შინ იყო - ლიხაურში, დადიოდა დასთან
ძიმითში, ზოგჯერ დედის ნათესავებთან მაკვანეთში, ან კიდევ მამიდებს სტუმრობდა.
ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ, თაყაიშვილის
მოგონებებიდან ”მხოლოდ მაშინ მამიდა მაკამ შემიკერ ახალუხი და სკალატის (მაუდის) ჩოხა;
ჩოხას ჩვეულებრივი საექილეები არ გაუკეთეს და ზოგიერთები მე, ამის ჩამცმელს, დიაკონს
მეძახდნენ. ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი: შემდეგ
ზამთარ-ზაფხულს, პარუსინის ბლუზის მეტი არა მცმია რა”. სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია
ექვთიმეს, ზეპირად იხსომებდა მასწავლებლის მონათხრობს.”რუსული ენის სახელმძღვანელო
მხოლოდ ზოგიერთ მოწაფესა ჰქონდა - უფრო მეტად იმას ვინც წლობით დიდი იყო. მე ამგვარებს
ვეხმარებოდი გაკვეთილების სწავლაში და ამ სახით ვსარგებლობდი მათი წიგნებით”.
1869 წელის 7-8 წლის ე. თაყაიშვილი შეიყვანეს ოზურგეთის სამაზრო
სასწავლებლისმოსამზადებელკლასში.ყველაზე მეტედ მას მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი ჰყვარებია.
იგი მოსკოვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსიდანყოფილა, თურამეს მოსწავლეები რუსულად ვერ
გაიგებდნენ, ქართულად უხსნიდა, ეს მაშინ აკრძალული იყო, ამას სხვა არავინ აკეთებდა.
საერთოდ იოსებს ექვთიმე იმ დონეზე სცემდა პატივს, რომ კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იოსები
გარდაიცვალა, ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს
”მიცვალებულზე სიტყვის თქმა - წერს ექვთიმე - ჯერ კიდევ არ იყო გურიაში მიღებულიდა
ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე”.
ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი
დაჰყვეს ნ. მარმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. ექვთიმე მოსწრებით არ ბრწყინავდა, მაგრამ შემდეგ გამოვლინდა მისი ნიჭიერება.
1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა, პროგარამაც
გაკეთდა და ”თითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო”... ამ დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა.
ობოლს კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში
ჩაარიცხვინა.
სამიკიტნოს უკანა ოთახში ცხოვრობდა 4 მოწაფე. ექვთიმეს ხშირად
ხელი ეშლებოდა მეცადინეობაში,მაგრამ აქ კვება უკეთესი იყო ,,ოზურგეთში ერტხელ მაჭმევდნენ
დღეში”, ფოთში ბინაც გაიუმჯობესა მოწაფმ,სწავლაშიც თანაკლასელებს დაეწია და გაუსწრო.
მესამე კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა.
ექვთიმე აღნიშნავს ,,მე–14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ
სწავლის გაგრძელება ბიძაჩემისა და ჩემს სიძეს არ ეპიტნავებოდა. ერჩივნათ სამსახურში
მოვწყობილიყავი მწერლად. (ისევე როგორც მისი
ფოთელი თანაკლასელები მოიქცნენ).
სიძემ დაიჩემა და ბიძამაც მითხრა ,,ლეხაურელებმა მოციქული გამომიგზავნეს,
ექვთიმე სოფლის მწერლად დაგვიდგესო”. ექვთიმემ უარი განაცხადა.
პრინციპულობა და სწავლისადმი დაუოკებელი გრძნობა ექვთიმეს ვერ შეუცვალა სოფლის კანცელარიის მოხელის შემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც
უსახსრობამ. ფოთში მიღებული ცოდნა არ კმაროდა
გიმნაზიაში შესასვლელად. საჭირო იყო ლათინურში მომზადება,მაგრამ რეპეტიტორი ექვთიმემ
ვერ იშოვნა.
1875–76წწ იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა
და მის ყოფას. ყმაწვილის ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები.
1873 წელს ისტორიკოსი დ.ბაქრაძე ჩასულა ლიხაურში
და ღამე ექვთიმეს ბიძა ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთენებია. სტუმრის საქმიანობიტ ყმაწვილიც
დაინტერესებულა. ესეც უნდა ყოფილიყო ერთერთი საბაბი იმისა,რომ იგი არქეოლოგიამ გაიტაცა.
მოხუცებულობაში იგი წერდა: ,,მე დავიბადე სოფელ ლეხაურში რომელიც საუკეთესოდ ითვლება
გურიაში–ჰავით,მდებარეობით,ძველი კარგად დაცული ციხით,ეკლესიებითა და მათში შემონახული
სიძველით”.
თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ასევე
ხდებოდა მისი დისა და მამიდების ოჯახებში. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა
საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. ,,თამამად შეიძლება
ითქვას–აღნისნავს ექვთიმე–რომ ის ოჯახები,რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული,მრავალ
მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე,ჩემი სულიერი ზრდისთვის”.
ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელი წერეთლების,
ლორთქიფანიძეების, წულუკიზეების და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს. ყოველივე
ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის გარემო სადაც ექვთიმე იზრდებოდა, გახდა საფუძველი
მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა, და სამშობლოსადმი თავდადებისა.
2.გიმნაზია
1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა.
იგი უთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია კომანდაში” მსახურობდა... ექვთიმე
ატეხილა – ,,ქუთაისში წამიყვანე,ლათინურში
წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..”
ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღს. მოხუცი
ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის
დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის სემდეგ ჩაუღწევიათ
,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი. აქვე იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს
კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს
ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი
დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.
ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე,
რომელიც აგრეთვე ემზადებოდა გიმნაზიაში შესასვლელად
და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით
და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე
არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო
ლიხაურიდან,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ,რომელსაც
ქართული აღარ ახსოვდა,ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა).
აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში
წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III
კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი
– ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან:
,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს
– სწავლის ფული ვერ შემაქვსო”...
გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა და შიგ 6 მანეთზე მეთი ძველი და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფულები აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისათვის,რომელიც
განცვიფრებულა– სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!...
,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყწ პროგიმნაზიაში
სიარული. შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის გადასახადიდან
გამათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო,სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”...
პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს.
35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში
ჩაირიცხა.
ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან,რომლის
,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდი მომავალს” მასცავლებლები ერთხმად აღიარებდნენ.
ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის პასუხის მოსმენის
შემდეგ ხმამაღლა განუცხადებია ,,да такайвший украшение класса!”..
ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს:
,,აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით
აიდგა ფეხი.ვასო აბაშიძე,კოტე მესხი,ლადო მესხიშვილი
და სხვები აქ მართავდნენ სპექტაკლებს აკაკი
წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში.
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი
ჰქონდათ,პეტერბურგსი ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”...
ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე
დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია
და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ... მაგრამექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში
სურდა ,რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტის ლექციებს.
გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის შუამდგომლობით ექვთიმე თავისი
სტიპენდიით პეტერბურგში ხვდება.
1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ
ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე.
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან
ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი
ანდომებდა,რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე, ვერც არდადეგებზე
ჩამოდიოდა სამშობლოში, მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში.
მეორე კურსზე იყო ექვთიმე,როცა 1884 წ. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ,მაგრამ ერთად აღამებდნენ
ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას – უნივერსიტეტის
დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.
ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში
ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის
უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპულიქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად,
მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს,
ვაჟა–ფშაველას...
პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე
თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა
და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო
არდადეგების დროს გასვლის შესახებ.
1887 წ–ს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო
გამოცდები, იმავე წელს , ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა. ექვთიმე წერს: ”
კანდიდატის ხარისხი რომ მიეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე.”
მან წარმატებით შეისრულა მიზანი.
ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა,
თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან,
შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანო!..”
მოგვიანებით ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ მეგობარზე სიამაყით
წერს...
” ნიკო, მართლა, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად გამოიზარდა
და გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით
ნაკლებად შეძლებდა...”
3.მოღვაწეობა საქართველოში (1887-1921)
1887 - 1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.
„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი“
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“,
„როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.
უდიდესი
მნიშვნელობა
ენიჭება
ექვთიმე
თაყაიშვილის
მიერ
აღმოჩენილ
„ვეფხისტყაოსნის“
ძველ
ხელნაწერებს.
მან
თავი
მოუყარა
17 ხელნაწერს,
რომელთა
შორის
ზოგი
მეტად
საყურადღებო
იყო,
როგორც
ვარიანტებით,
ისე
მხატვრობით;
საერთოდ
კი
24 ხელნაწერის
შესახებ
მოკრიბა
ცნობები.
ექვთიმე
თაყაიშვილის
მიერ
თავმოყრილ
„ვეფხისტყაოსნის“
ხელნაწერთა
შორის
უძველესი
იყო
1646 წლის,
რომელიც
ვინმე
კორინთელისაგან
შეიძინა,
ასევე
მეფე
გიორგი
XI-ისათვის
1680 წელს
მისი
მდივნის
მიერ
გადაწერილი
„ვეფხისტყაოსანი“.
ეს
ხელნაწერი
გამოირჩევა
თავისი
მოხატულობით.
ექვთიმე
თაყაიშვილის
დიდი
დამსახურებაა
გადარჩენა
პელაგია
წერეთლისეული
„ვეფხისტყაოსნისა“,
რომელიც
სიუჟეტური
მინიატურებით
იყო
დასურათებული.
1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში
ეხმარებოდა.
მალე
ექვთიმეს
რედაქტორობით
„წერა-კითხვის
გამავრცელებელმა
საზოგადოებამ“
გამოსცა
ნიკოლოზ
ბარათაშვილის
თხზულებათა
პირველი
სრული
კრებული.
ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის
ადგილი
გათავისუფლდა
და
ექვთიმეს
გიმნაზიის
ხელმძღანელობა
შესთავაზეს.
1894-1904 წლებში
სწორედ
ის
განაგებდა
თბილისის
ქართულ
სათავადაზნაურო
გიმნაზიას,
ყოველი
საზაფხულო
არდადეგების
დროს
კი
აწარმოებდა
არქეოლოგიურ
გამოკვლევებს.
1902-1910 წლებში
ექვთიმე
თაყაიშვილმა
სამგზის
იმოგზაურა
საქართველოს
სამხრეთ
ნაწილში
(თურქეთის
საქართველო).
პირველი
ექსპედიცია
მოეწყო
1902 წელს.
ექსპედიციაში
ექვთიმე
თაყაიშვილთან
ერთად
მონაწილეობდნენ
არქიტექტორი
სიმონ
კლდიაშვილი
და
ფოტოგრაფი
ალექსანდრე
მამუჩაიშვილი.
ახალციხისა
და
ახალქალაქის
ზოგ
ძეგლთან
ერთად
მაშინ
მათ
გამოიკვლიეს
არტაანის
ოლქის
ძეგლები
და
ოლთისის
ოლქის
ნაწილი.
მეორე
ექსპედიცია
1907 წელს
მოეწყო.
ამ
მოგზაურობის
დროს
ექვთიმე
თაყაიშვილმა
ინახულა
და
აღწერა
თორთუმის
ხეობის
ზემო
წელში
მდებარე
ექექის
ტაძარი,
ამ
ტაძრის
სამხრეთით
მდებარე
სოფელ
სოხროთის
ტაძარი,
ოთხთა
ეკლესია,
პარხალი
და
სხვა
მნიშვნელოვანი
ძეგლები.
ამ
არქეოლოგიური
ექსპედიციების
შედეგების
მნიშვნელოვანი
ნაწილი
გამოიცა
პარიზში,
1930-იანი
წლების
მეორე
ნახევარში.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი
ლეჩხუმსა
და
სვანეთში,
მონაწილეობდა
ვანის
აკროპოლისის
გათხრებში.
ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება
მისცა
რუსეთის
საიმპერატორო
არქეოლოგიურმა
საზოგადოებამ.
1911 წლის
28 მარტს
იგი
აღნიშნული
საზოგადოების
დიდი
ოქროს
მედლით
დაჯილდოვდა.
საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
1907 წელს
ექვთიმე
თაყაიშვილის
თაოსნობით
დაარსებულმა
საქართველოს
საისტორიო
და
საეთნოგრაფიო
საზოგადოებამ,
რომლის
მიზანი
საქართველოს
ისტორიის,
მისი
ხალხის
ყოფა-ცხოვრების,
ხელოვნების
ძეგლების
შესწავლა
იყო.
საზოგადოების
თავმჯდომარე
თავად
ექვთიმე
თაყაიშვილი
იყო
1921 წლამდე.
საისტორიო
და
საეთნოგრაფიო
საზოგადოებამ
ფართო
და
ნაყოფიერი
მუშაობა
გაშალა.
მრავალმხრივმა
სამეცნიერო
საქმიანობამ
დიდი
პოპულარობა
მოუტანა
საზოგადოებას.
ექვთიმე
თაყაიშვილმა
დააფუძნა
ორი
სამეცნიერო
სერია
„ძველი
საქართველო“
და
„საქართველოს
სიძველენი“.
იგი
თავად
იყო
ამ
სერიების
ტომების
შემდგენელი.
„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა
ფანატიკურმა
მისწრაფებამ,
რაც
შეიძლება
მეტი
მომესწრო,
მით
უმეტეს,
რომ
ჩემ
თანამედროვეთაგან
აღარავინ
მისდევდა
ამ
საქმეს
. . . რამდენს
ვცდილობდი,
რას
არ
ვკიდებდი
ხელს,
მაგრამ
რამდენი
რამ
მაინც
ვერ
მოავსწარი
. . . . არ
იყო
ხალხი,
თითოოროლა
კაცის
მეტი
არ
ეკარებოდა
ასეთ
საქმეს;
არ
ესმოდათ
ამის
მნიშვნელობა
და
გემო!
. . რუსთველის
გამზირზე
სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა
ინტელიგენცია,
მაგრამ
ნამდვილად
და
ღრმად
ვერავინ
ხვდებოდა
კულტურული
მემკვიდრეობის
მოვლა-პატრონობისა
და
ადგილობრივ
შესწავლის
აუცილებლობას!
- ექვთიმე
თაყაიშვილი“
ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1919-1921 წლებში
იგი
გახლდათ
საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკის
დამფუძნებელი
კრების
თავმჯდომარის
მოადგილე.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე
ჯავახიშვილთან
ერთად
იმთავითვე
იყო
არჩეული
„ქართული
უნივერსიტეტის
საზოგადოების“
კომისიაში.
უნივერსიტეტი
1918 წლის
26 იანვარს
გაიხსნა.
ექვთიმე
თაყაიშვილი
უნივერსიტეტის
ერთ-ერთი პირველი
პროფესორი
იყო.
1918 წლის
21 მაისს
თბილისის
უნივერსიტეტის
საბჭომ
ექვთიმე
თაყაიშვილს
მიანიჭა
დოქტორის
სამეცნიერო
ხარისხი.
იგი
სამ
სალექციო
კურსს
უძღვებოდა.
ერთი
პირველკურსელთათვის
იყო
და
მოიცავდა
საქართველოს
სიძველეთმცოდნეობის
შესავალს.
ამასთან
ერთად
მეცნიერი
კითხულობდა
ეპიგრაფიკას
და
საქართველოს
საეკლესიო
ისტორიას.
უნივერსიტეტის
დაარსების
შემდეგ
მან
გიმნაზიაში
მასწავლებლობა
მიატოვა.
4.ემიგრაცია (1921-1945)
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს,
ექვთიმე
თაყაიშვილმა
საქართველოს
პირველი
რესპუბლიკის
ხელისუფლების
სხვა
წარმომადგენლებთან
ერთად
საქართველო
დატოვა.
ის
დასახლდა
თავდაპირველად
პარიზში,
1922 წლიდან
ლევილში
და
დროგამოშვებით
სწავლობდა
ოქსფორდში.
საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა
ნაყოფიერ
სამეცნიერო-კვლევით
მოღვაწეობას.
მისი
აღიარების
დასტური
იყო
ის,
რომ
იგი
ჯერ
პარიზის
ნუმიზმატთა
საზოგადოების
(1922 წლის
4 თებერვალი),
ხოლო
შემდეგ
საფრანგეთის
სააზიო
საზოგადოების
(1925) ნამდვილ
წევრად
აირჩიეს.
1937-1939 წლებში
თაყაიშვილი
იყო
მის
მიერვე
დაარსებული
„ქართული
კულტურული
და
საარქეოლოგიო
მასალების
გამოცემის
ფონდის“
თავმჯდომარე.
ამასთან,
იგი
გახლდათ
სამეცნიერო
პერიოდული
გამოცემის
“Georgica” (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.
გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი.
მასში
შედიოდა
თბილისის
მუზეუმების
ძვირფასეულობა:
ოქრო-ვერცხლის
ხატები
და
თვალ-მარგალიტით
მოოჭვილი
სხვა
საგანძური,
ძვირფასი
ხელნაწერები,
ზუგდიდის
დადიანისეული
სასახლის
განძეულობა,
გელათისა
და
მარტვილის
სამონასტრო
ქონება,
თბილისის
სასახლის
განძეულობა,
ბორჯომის
სასახლის
ქონება
და
სხვა
მრავალი.
მიუხედავად
იმისა,
რომ
განძის
მესაკუთრედ,
ოფიციალურად,
საქართველოს
მთავრობა
ითვლებოდა,
ფაქტობრივად,
განძს
თაყაიშვილი
მეურვეობდა.
განძი,
სულ
39 ყუთი,
ექვთიმეს
მარსელის
ბანკში
ჰქონდა
შენახული. „თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე
დროს
შეძლებისამებრ
ვმუშაობდი
საქართველოს
ისტორია-არქეოლოგიაში,
საზოგადოდ
ქართული
კულტურის
ისტორიაში.
აქ
მიზნად
დავისახე
საბუთებისა
და
ძეგლების
შეკრება,
მათი
მოწესრიგება,
აღწერა
გამოქვეყნება
და,
რაც
მთავარია,
დაცვა.“
განძის
ცალკეული
ექსპონატების
ყიდვა
სურდათ
ევროპის
სხვადასხვა
მუზეუმებს,
მაგრამ
თაყაიშვილი
ამაზე
არ
თანხმდებოდა.
მან
სასამართლოში
მოიგო
საქმე
გრაფ
ალექსანდრე
ობოლენსკის
ქვრივის,
სამეგრელოს
უკანასკნელი
მთავრის
ნიკოლოზ
დადიანის
ასულის,
სალომე
ობოლენსკაიას
წინააღმდეგ.
ამ
უკანასკნელს
პრეტენზია
ჰქონდა
ზუგდიდის
მუზეუმიდან
გატანილ
განძეულობაზე.
ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად
შეიქმნა
„ქართული
ოფისი“.
რამდენადაც
განძის
ოფიციალურ
მესაკუთრედ
მანამდე
საქართველოს
ემიგრირებული
მთავრობა
ითვლებოდა,
ამიერიდან
განძი
საფრანგეთმა
დაისაკუთრა.
აქედან
მოყოლებული
თაყაიშვილი
საფრანგეთის
მთავრობისგან
ითხოვდა,
რომ
განძი
საქართველოს
სსრ-სთვის
გადაეცათ.
1938 წელს
საფრანგეთმა
დააბრუნა
ხელნაწერები.
საბოლოოდ
კი
ეს
მეორე
მსოფლიო
ომის
დასრულების
შემდეგ
გახდა
შესაძლებელი.
ჯერ
კიდევ
1944 წლის
ნოემბერში
ექვთიმე
თაყაიშვილი
შეხვდა
სსრკ
-ს
ელჩს
საფრანგეთში
ბოგომოლოვს,
რომელსაც
გააცნო
განძთან
დაკავშირებული
ვითარება
და
შემწეობა
სთხოვა,
თანაც
გადასცა
ვრცელი
მოხსენება
გენერალ
დე
გოლის
სახელზე.
დე
გოლმა
განკარგულება
გასცა
საქართველოს
საუნჯის
დაბრუნების
თაობაზე,
რაც
1945 წელს
განხორციელდა
კიდეც.
5.ცხოვრების ბოლო წლები
(1945-1953
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს
ექვთიმე
თაყაიშვილი
საქართველოს
სსრ
განათლების
მინისტრის
ბრძანებით
დაინიშნა
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
საქართველოს
ისტორიის
კათედრის
პროფესორად.
1945 წლის
10 მაისს
მიანიჭეს
დამსახურებული
პროფესორის
წოდება.
1946 წლის
28 დეკემბერს
იგი
აირჩიეს
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიკოსად.
1946 წელს
ექვთიმე
თაყაიშვილი
საჯაროდ
წარდგა
თბილისის
უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებელთა
წინაშე
მოხსენებით
„ევროპაში
ნახული
ქართული
ძეგლები
და
იქვე
შეკრებილი
ცნობები
ქართული
ძეგლების
შესახებ“.
მეტად
მნიშვნელოვანია
მის
მიერ
1949 წელს
სრული
სამეცნიერო
აპარატის
თანხლებით
გამოცემული
სუმბატ
დავითის
ძის
ქრონიკა
ტაო-კლარჯეთის
ბაგრატიონთა
შესახებ.
ხოლო
1949 წლის
17 სექტემბერს
სსრ
კავშირის
უმაღლესმა
საატესტაციო
კომისიამ
დაუმტკიცა
დოქტორის
ხარისხი
და
პროფესორის
წოდება.
ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა,
და
ქალიშვილი.
1985 წელს
რეჟისორმა
რეზო
თაბუკაშვილმა
მის
შესახებ
დოკუმენტური
ფილმი
გადაიღო.
დიდი
მეცნიერი
1953 წლის
21 თებერვალს,
უკიდურეს
გაჭირვებაში
გარდაიცვალა.
მის
დაკრძალვას
ვაკის
სასაფლაოზე
მხოლოდ
ორმოცამდე
ადამიანი
დაესწრო.
6.გარდაცვალების
შემდეგ
ამჟამად
იგი
გადასვენებულია
საზოგადო
მოღვაწეთა
მთაწმინდის
პანთეონში.
1985 წელს
რეჟისორმა
რეზო
თაბუკაშვილმა
გადაიღო
დოკუმენტური
ფილმის
მის
შესახებ.
2002 წლის
17 ოქტომბერს
საქართველოს
მართლმადიდებელმა
სამოციქულო
ეკლესიამ
ის
წმინდანად
შერაცხა
და
წმინდა
ექვთიმე
ღვთისკაცი
უწოდა.
ექვთიმე
თაყაიშვილის
მუზეუმია
განთავსებული
მის
უკანასკნელ
საცხოვრებელ
ადგილას,
თბილისში,
ვაშლოვანის
ქუჩის
7 ნომერში
და
აგრეთვე
მისი
მუზეუმია
აშენებული
თაყაიშვილის
მშობლიურ
სოფელში,
ლიხაურში,
სადაც
ყოველი
წლის
16 იანვარს
„ექვთიმეობას“
აღნიშნავენ.
ექვთიმე
თაყაიშვილის
სახელს
ატარებს
გურიანთა-ვაშნარის
მუზეუმ-ნაკრძალი
გურიაში.
2013 წელი
იუნესკოს
ეგიდით
ექვთიმე
თაყაიშვილის
საიუბილეო
წლად
გამოცხადდა.
მასზე წერდნენ…
(გ. ლომთათიძის მოგონებებიდან)
კონსტანტინე გამსახურდია წერდა:
” სამმა
დიდმა
მამულიშვილმა
კიდევ
ერთხელ
დაამშვენა
ჩვენი
საქართველო.
ილია
ჭავჭავაძემ,
ექვთიმე
თაყაიშვილმა
და
ივანე
ჯავახიშვილმა.
მათ
ძველ
ეპოქაში
რომ
ეცხოვრათ,
მათ
უეჭველად
წმინდანად
შერაცხავდა
ჩვენი
ხალხი
და
ჩვენი
ტაძრების
ძვირფას
ფრესკებს
მიემატებოდა
სამი
სათაყვანებელი
ხატება”.
„მას საოცარი
მეცნიერული
წვდომა
ჰქონდა,
ძველი
წარწერების
წაკითხვის
საოცარი
უნარი.
უმრავლესობას
იქვე
გადმოღებისთანავე
კითხულობდა,
ზოგს,
უფრო
რთულს,
სადგომში
მისვლისას. ჩვენ, ახალგაზრდები, ვისვენებდით, იგი კი უჯდა
საქმეს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი” - წერდა ლადო გუდიაშვილი.
„ექვთიმე
თაყაიშვილი
მთელი
თავისი
ცხოვრების
მანძილზე
უანგროდ
ემსახურებოდა
ეროვნულ
საქმეს…
არც
დაღლა
იცოდა,
არც
დასვენება…
ამნაირ
ადამიანებს
ძველად
ხატავდნენ
ტაძრის
კედლებზე
“ – ლადო
გუდიაშვილი
პროფესორი მიხაკო წერეთელი კი ასე იხსენებს: „ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი
თვით
შეისწავლა.
იგი
იყო
„მოხალისე“,
„მოყვარული“,
მაგრამ
ნამდვილი
ბატონი
საქართველოს
წარსულის
კვლევის
ფართო
ნიადაგზედ…
იგი
იყო
განმგრძობი
დიმიტრი
ბაქრაძის,
თავისი
უფროსი
თანამედროვის
თ.
ჟორდანიას
და
სხვათა
ღვაწლისა.“